თეგი: სასამართლო სისტემა

ამერიკელი მოსამართლე ბენჯამინ სტადერდი საქართველოში იმყოფება

მოსამართლე ბენჯამინ სტადერდი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და იუსტიციის დეპარტამენტის მოწვევით, მერვედ ჩამოვიდა. ამის შესახებ ამერიკის საელჩო იტყობინება. „კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება, მოსამართლე სტადერდ! სასამართლოს რეფორმისა და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარების მხარდასაჭერად მოსამართლე ბენჯამინ სტადერდი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და იუსტიციის დეპარტამენტის მოწვევით მერვედ ჩამოვიდა. ამერიკელმა მოსამართლემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს პროკურატურისა და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) სამუშაო შეხვედრებში, რათა ნაფიც მსაჯულთა საქმეების განმხილველი მოსამართლეების, პროკურატურის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევის საუკეთესო გამოცდილება გაეზიარებინა. მოსამართლე სტადერდი ეწვია ბათუმისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებსაც, სადაც შეხვდა მოსამართლეებს, დაესწრო სასამართლო პროცესებს და დააკვირდა ქუთაისში ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომას“, - აღნშნულია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში.

საქართველოში საინვესტიციო პირობები კარგია, თუმცა, მზარდია უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიში საერთო ჯამში საქართველოს საინვესტიციო გარემოს დადებითად აფასებს, თუმცა მიუთითებს ხარვეზებზეც. კერძოდ, აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები და საქართველო მუშაობენ ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდაზე, აქვე დადებითად არის შეფასებული საერთაშორისო რეიტინგები: Heritage Foundations-ის 2022 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველომ ოცდამეექვსე ადგილი დაიკავა, ხოლო Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსში 45-ე ადგილი. უფრო კონკრეტულად დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ: მთლიანობაში, საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები კარგია და საქართველო გამოირჩევა რეგიონის ქვეყნებს შორის. თუმცა იზრდება უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, რომ კომერციულ დავებს განიხილავს დამოუკიდებლად ან დროული, კომპეტენტური გზით, რამდენადაც ბიზნესის დავების ნაწილი სასამართლო სისტემაში წლობით ჭიანურდება. მთლიანობაში, საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები კარგია და საქართველო გამოირჩევა რეგიონის ქვეყნებს შორის. თუმცა იზრდება უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, რომ კომერციულ დავებს განიხილავს დამოუკიდებლად ან დროული, კომპეტენტური გზით, რამდენადაც ბიზნესის დავების ნაწილი სასამართლო სისტემაში წლობით ჭიანურდება. საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები მოქმედებენ აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესაბამისად - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში სხვა კომპანიები მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურ პროცესს უჩივიან, ასევე, მიუთითებენ ხარვეზებზე ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონმდებლობის აღსრულების მიმართულებით; არაეფექტურ ანტიმონოპოლიურ პოლიტიკაზე; ბრალდებებზე პოლიტიკური ჩარევის შესახებ; რეგულაციებისა და კანონების შერჩევით აღსრულებაზე, მათ შორის, სავაჭრო კანონების, საკუთრების უფლებების კუთხით. საქართველოს მთავრობა განაგრძობს მუშაობას ამ საკითხების გადასაჭრელად და მიუხედავად ამ დარჩენილი გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში მაღალ ადგილს იკავებს, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი“, - აღნიშნულია ანგარიშში. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის საინვესტიციო კლიმატის შეფასებით ანგარიშში საუბარია ანაკლიის პორტზეც და აღნიშნულია, რომ ტრანზიტი და ლოგისტიკა საქართველოსთვის კიდევ უფრო პრიორიტეტულ სექტორებად უნდა იქცეს.  საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გადაწყვეტილების ერთგულია, თუმცა ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 2016 წელს მთავრობამ ანაკლიაში ახალი პორტის აშენების ხელშეკრულება საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფს, მათ შორის ამერიკულ კომპანიას გადასცა, თუმცა 2020 წელს მთავრობამ ჯგუფთან კონტრაქტი შეწყვიტა, რის შედეგადაც ინვესტორთან სამართლებრივი დავა წარმოიშვა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გადაწყვეტილების ერთგულია ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა. სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოსაც მოიცავს ცალკე, ლოჯისტიკისა და პორტების მართვის კომპანიებმა ფოთსა და ბათუმში დაიწყეს ბათუმისა და ფოთის პორტების განვითარება და გაფართოება. 2020 წელს საქართველოს უდიდესი პორტის, შავი ზღვის ფოთის პორტის მფლობელმა ღრმაწყლოვანი პორტის შექმნის გეგმები გამოაცხადა. 2021 წელს ლოგისტიკურმა კომპანიებმა დაასრულეს ორი ახალი ტერმინალის პროექტი ბათუმისა და ფოთის პორტებში“, - აღნიშნულია ანგარიშში. „უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ გაახორციელოს ინვესტიცია. იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი ამერიკული კომპანია გააკეთებს ამას. ზოგიერთი კომპანიის შეშფოთების მიზეზს სასამართლო სისტემა წარმოადგენს. ამიტომ, ეს არის ერთი მიზეზი, რომელიც სასამართლო სისტემის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რადგან მას საქართველოს მოქალაქისთვის მეტი კეთილდღეობის მოტანა შეუძლია, მეტი უცხოური ინვესტიცია მეტ სამუშაო ადგილს ნიშნავს. ეს იქნებოდა ინფრასტრუქტურული პროექტი, განსაკუთრებით პორტის პროექტი, რომელიც უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის. ასევე არსებობს უამრავი სხვა შესაძლებლობა სოფლის მეურნეობასა და სასაქონლო ჯგუფებში, მათ შორის არის მაინინგი და წარმოება. ასე რომ, ვფიქრობ, ეს დიდი შესაძლებლობაა მეტი ინვესტიციის განხორციელებისათვის, ქართველი ხალხის დასახმარებლად. ინვესტიცია კარგია და ჩვენ უნდა წავახალისოთ უფრო მეტი პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში, მაგრამ ასევე გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა. საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია, მეორე - რუსეთი. შეერთებულ შტატებს ძალიან მცირე ნაწილი უჭირავს და ამიტომ უნდა ვიპოვოთ გზა, როგორ გავზარდოთ უფრო მეტი მიწოდების ჯაჭვი საქართველოდან ამერიკაში ან მეტი ექსპორტი ამერიკაში და პირიქით. ეს არის ის, რაზეც პირადად ვიმუშავებ, რადგან მე პირადად ვიყავი ჩართული ვაჭრობის საკითხებში, როგორც შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელი. იმედი მაქვს, რომ პირდაპირი ინვესტიციების გარდა, ვაჭრობის გაფართოებაც შეგვიძლია“, - ამის შესახებ სენატორმა რობ პორტმანმა თბილისში ვიზიტისას Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ნიკოლოზ სიმონიშვილი: მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებული ჯგუფის მუშაობაში ჩართვის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას უნდა მიეცეს

მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებული ჯგუფის მუშაობაში ჩართვის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას უნდა მიეცეს, - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სიმონიშვილმა ჟურნალისტებთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ - დეტალურად სიმონიშვილის განცხადებით, აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის საშუალება უნდა ჰქონდეს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, ვისაც ამის სურვილი აქვს. „ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ მონაწილეთა რაოდენობა გაზრდილიყო. ეს ხელს უშლის სრულ ინკლუზიურობას, რასაც გვთხოვს ევროკავშირი. მაქსიმალურად ჩართულობითი უნდა იყოს ეს პროცესი, ევროკავშირმა ეს პირდაპირ დაგვიწერა,“ - განაცხადა სიმონიშვილმა. ამასთან, ნიკოლოზ სიმონიშვილის თქმით, სასამართლო სისტემას ფუნდამენტური ცვლილებები სჭირდება - „ევროკავშირმა უარი კანდიდატის სტატუსზე იმიტომ კი არ გვითხრა, რომ ჩვენი სასამართლო გადატვირთულია, არამედ იმის გამო გვითხრა, რომ სასამართლო სისტემაში არაფორმალური გავლენები გვაქვს და ეს უნდა აღმოიფხვრას“. ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად ხუთი სამუშაო ჯგუფი შექმნა. ამასთან, კომიტეტის ფარგლებში შემდეგი ჯგუფები ჩამიყალიბდა: „დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე კანონპროექტის შემუშავების, სასამართლო რეფორმის, „საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვის, ანტიკორუფციული ღონისძიებების და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების.  

ამერიკელი მოსამართლეები ბათუმის, თბილისისა და რუსთავის სასამართლოებთან ექვსი თვის განმავლობაში იმუშავებენ

საქართველოს სასამართლოს განვითარების მხარდასაჭერადმ, ამერიკელი მოსამართლეები ბათუმის, თბილისისა და რუსთავის სასამართლოებთან ექვსი თვის განმავლობაში იმუშავებენ. შესაბამის ინფორმაციას, ამერიკის საელჩო ავრცელებს.  „როგორც მეგობრები, ჩვენ გამოცდილების გაზიარებით ერთმანეთისგან ვსწავლობთ. უკვე 30 წელია, შეერთებული შტატები სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის განვითარებაში ეხმარება. ჩვენი ახალი ძალისხმევა განსაკუთრებულია, ვინაიდან ამერიკელ მოსამართლეებს საშუალებას აძლევს, საკუთარი გამოცდილება ქართველ კოლეგებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გაუზიაროს. დღეს ქართველ მოსამართლეთა ფართო ჯგუფს გავაცანით ამერიკელი მოსამართლეები, რომლებიც ბათუმის, თბილისისა და რუსთავის სასამართლოებთან ექვსი თვის განმავლობაში იმუშავებენ, საქართველოს სასამართლოს განვითარების მხარდასაჭერად. მოსამართლეთა გაცვლითი პროგრამები ეფუძნება მოსამართლეობის უნივერსალური პრინციპების შესახებ გამოცდილების გაზიარებას, როგორიცაა საქმის მხარეებთან კომუნიკაცია, სასამართლოს პროცედურების უკეთ ახსნა საზოგადოებისთვის, სამოსამართლო ეთიკის პრაქტიკული განხორციელება და სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მმართველი პარტია განაგრძობს სასამართლო სისტემაში „კლანის“ მხარდაჭერას - არასამთავრობოები

დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ, ნათლად წარმოაჩინა, რომ მმართველი პარტია კვლავ განაგრძობს “კლანის” მხარდაჭერას და ხელს უწყობს მათ ძალაუფლების შენარჩუნებაში, - კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ უარყოფითად აფასებს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ზოგიერთი წევრის მიერ 17 მაისს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებად ტრისტან ბენაშვილის, გიორგი გზობავას და ზურაბ გურასპაშვილის არჩევას. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნულ საკითხზე დღეს საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან მხოლოდ 3 ვაკანსია შეივსო „კოალიცია უარყოფითად აფასებს მმართველი პარტიის და ოპოზიციის ზოგიერთი წევრის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას. ვფიქრობთ, დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა, რომ მმართველი პარტია კვლავ განაგრძობს სასამართლო სისტემაში „კლანის“ მხარდაჭერას და ხელს უწყობს მათ ძალაუფლების შენარჩუნებას. სამწუხაროა, რომ ამ პროცესში მათ ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმაც მხარი აუბა და ერთობლივი გადაწყვეტილებით მოხდა. ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით საგანგაშოა, მაშინ, როდესაც საქართველოს შესასრულებელი აქვს 12 - პუნქტიანი გეგმა, რომელთა შორის ერთ-ერთი მართლმსაჯულების გაჯანსაღებას ეხება. დღეს მიღებული ეს გადაწყვეტილება ვერ გააჯანსაღებს მართლმსაჯულების სისტემას და ეს არის ამ პროცესში უკან გადადგმული ნაბიჯი“,- განაცხადა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძემ. "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი, გურამ იმნაძის შეფასებით, სამწუხაროა, რომ ამ პროცესში მათ ოპოზიციის დეპუტატების ნაწილის მხარდაჭერაც ჰქონდათ. როგორც მან აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით საგანგაშოა, რადგან ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს დააზიანებს. „ის, რაც დღეს ჩვენ, პარლამენტში ვნახეთ, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ არათუ მზად არის, რომ რეფორმები გაატაროს მართლმსაჯულების სისტემაში, არამედ პირიქით, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაამყაროს არსებული კლანური მმართველობა ამ სისტემაში. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ მართლმსაჯულების სისტემის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებაში „ქართულ ოცნებას“ გარკვეული ოპოზიციური პარტიები დაეხმარნენ. იმედია, გავიგებთ, თუ ვინ იყვნენ ოპოზიციური პარტიებიდან ის დეპუტატები, რომლებმაც ამ კანდიდატებს მხარი დაუჭირეს. ჩვენ ვაკვირდებოდით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონკურსის პროცესს და კანდიდატების ინდივიდუალურ გასაუბრებებს. ერთი რამ ნათელია, ეს კანდიდატები არ არიან შერჩეულები საბჭოში მათი კრიტიკული, პრინციპული პოზიციის გამო . პირიქით, ისინი შერჩეული არიან ლოიალურობის მიხედვით, ამიტომ, ჩვენ არავითარი მოლოდინი არ გვაქვს, რომ ამ გადაწყვეტილებას რაიმე არსებითი შედეგი ექნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაზე. პირიქით, კიდევ უფრო მეტად გამყარდება არსებული მანკიერი პრაქტიკები და პრობლემები, რომელიც ძალიან მწვავე კრიტიკას იმსახურებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ“, - განაცხადა გურამ იმნაძემ.  

აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, ქართველი მოსამართლეები ქალ მოსამართლეთა საერთაშორისო კონფერენციას დაესწრნენ

11-15 მაისს მაროკოს ქალაქ მარაკეშში 1000-ზე მეტი ქალი მოსამართლე 72 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, ქალ მოსამართლეთა საერთაშორისო ასოციაციის (IAWJ) 86-ე კონფერენციას დაესწრო. წლევანდელ კონფერენციას აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, ოთხი ქართველი მოსამართლე ესწრებოდა. ამერიკის საელჩოს ცნობით, მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს კონცეფციაზე, „მეტი ქალი მოსამართლე: მეტი სამართლიანობა“ და აღნიშნეს, რომ ლიდერ ქალ მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდა ყველა მოქალაქისთვის უფრო მეტ სამართლიანობას უზრუნველყოფს. „მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, გენდერულად დაბალანსებული სასამართლო სისტემა აქვს, კვლავაც პრობლემად რჩება ქალი მოსამართლეების მცირე რაოდენობა ხელმძღვანელ თანამდებობებზე. აშშ-ის მთავრობა აგრძელებს გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვნების ზრდის მხარდაჭერას ყველა დონეზე და ხელისუფლების ყველა შტოს ქვეშ. სასამართლო სისტემის განვითარების ხელშეწყობა, რომელიც წაახალისებს ქალებს, მეტი როლი შეასრულონ სასამართლოს მართვასა და მართლმსაჯულების სისტემის განვითარებაში – ჩვენი პრიორიტეტია. ეს კონფერენცია იყო შესანიშნავი შესაძლებლობა ქართველი ქალი მოსამართლეებისთვის, ყოფილიყვნენ ქალ მოსამართლეთა მსოფლიო ქსელის ნაწილი და ემსჯელათ საერთო გამოწვევებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სასამართლო სისტემას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ევროპული მისწრაფებების რეალიზებაში“, - აცხადებენ საელჩოში.